ჩვენი

პროდუქტები

წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ, შეთავაზებულ ორ ძირითად საინვესტიციო პროდუქტს, რომლებიც თავისი შინაარსით უფრო ჰგავს "კერძო საინვესტიციო ფონდის პროდუქტებს" ვიდრე საბანკო პროდუქტებს, როგორც რისკების გაზიარების, ასევე ფაქტიურ შედეგებზე ორიენტირებული მახასიათებლების მიხედვით. ჩვენ მიერ აღებული რისკის მაღალი პროფილის გათვალისწინებით. ჩვენ მოველით მეტ უკუგებას.

სესხი შემოსავალში მონაწილეობით (IPL)

გადახდის გრაფიკი მორგებულია კომპანიის ფულადი ნაკადების მიმოქცევაზე; მოქნილი ვადიანობა, როგორც წესი 5 წლამდე

ბანკებთან შედარებით, ნაკლები მოთხოვნები უზრუნველყოფასთან დაკავშირებით

ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი, ბაზარზე არსებულ განაკვეთთან შესაბამისობაში

აღებული რისკის საპირწონედ, პროცენტული წილი კომპანიის შემოსავლებიდან სესხის მთლიანი პერიოდის მანძილზე

დენომინირებული აშშ დოლარში

 


წილობრივი მონაწილეობა

არაბენეფიციარი მესაკუთრე კომპანიაში (ფონდის წილი როგორც წესი, 35%- პროცენტამდე)

წინასწარ შეთანხმებული პირობები კომპანიის მხრიდან წილის უკან გამოსყიდვის შესახებ, რომელიც როგორც წესი, დამოკიდებულია კომპანიის შემოსავლიანობის მაჩვენებელზე ან სხვა ფინანსურ ინდიკატორზე.

გრძელვადიანი ინვესტიცია წინასწარ შეთანხმებული პირობებით წილის გამოსყიდვის შესახებ, რასაც, ჩვეულებრივ, ადგილი აქვს 3-დან 5 წლამდე (წილიდან სრულად გასვლა მე - 5 წელს)

ტრადიციული კერძო საინვესტიციო ფონდისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვაიძულებთ კომპანიას საკუთარი წილის მიყიდვას მე - 3 მხარეზე

მისაღები პარტნიორია თუ არა გაზელ ფაინანსი თქვენი კომპანიისთვის?
რატომ გაზელ ფაინანსი

ჩვენ ვაწვდით კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს სწრაფი ზრდის ტემპით გამორჩეულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს - ე. წ. "გაზელ" კომპანიებს - რომლებსაც ესაჭიროებათ კაპიტალი თავიანთი ბიზნეს საქმიანობის შემდგომი გაფართოების მიზნით. ჩვენი დაფინანსება და პარტნიორობაზე ორიენტირებული მიდგომა საშუალებას აძლევს მეწარმეებს გადაიყვანონ თავიანთი ბიზნესი შემოსავლების ზრდის შემდგომ ეტაპზე და მიაღწიონ სრულ პოტენციალს.


ზოგადი პროფილი "გაზელ" კომპანიებისა, რომლებშიც გაზელ ფაინანსი ახორციელებს ინვესტიციებს:
  • წლიური შემოსავალი: $200,000 - დან $4 მილიონამდე ინვესტიციის განხორციელების პერიოდში
  • საქმიანობის გამოცდილება: 1-3 წლამდე ან 1 სრული ბიზნეს სასიცოცხლო ციკლი
  • ბიზნეს გეგმა: დეტალურად გაწერილი და დასაბუთებული ხედვა/ ბიზნეს გეგმა
  • გუნდი: კომპეტენტური და მოტივირებული დამფუძნებლებისა და მენეჯმენტისაგან შემდგარი გუნდი
  • სტანდარტები: ფინანსური, მმართველობითი, გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და შრომის საუკეთესო პრაქტიკების დაცვისა და მუდმივი გაუმჯობესების სურვილი

დაფინანსების შესაძლო ოდენობა

ჩვენი ინვესტიცია, ჩვეულებრივ, მერყეობს $100,000 - დან $1 მილიონამდე. პირველადი ინვესტიციის შემდეგ, ასევე შესაძლებელია დამატებითი კაპიტალის გამოყოფა კომპანიის შემდგომი ზრდის უზრუნველსაყოფად

მიზნები, რომლებსაც შესაძლოა მოხმარდეს დაფინანსება

ჩვენი დაფინანსება მიმართულია ბიზნესის ზრდაზე. დაფინანსება შესაძლოა გამოყენებულ იქნას ობიექტების გახსნის, განახლების, ახალი ბაზრების ათვისების, საბრუნავი კაპიტალის შევსებისა და სხვა მიზნებისათვის

სექტორები, რომლებსაც აფინანსებს გაზელ ფაინანსი

ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს ყველა სექტორში, გარდა უარყოფითი გავლენის მქონე გარკვეული მიმართულებებისა, როგორიცაა აზარტული თამაშები და თამბაქოს წარმოება. ჩვენ მიერ დაფინანსებული ძირითადი სექტორები მოიცავს შემდეგს: 

ბიზნეს პარტნიორობა

ზემოთ აღწერილი საინვესტიციო პროდუქტების შეთავაზების შედეგად, გაზელ ფაინანსი ხდება თქვენი პარტნიორი, რომელიც თანაბრად ინაწილებს თქვენს ბიზნესთან დაკავშირებულ რისკებსა და შესაბამისად, მიღებულ უკუგებას. ამ ფონზე, გაზელ ფაინანსი აქტიურად ერთვება ბიზნესის სტრატეგიულ პროცესებში, რაც ემსახურება თქვენი შესაძლებლობების გაძლიერებას კომპანიის ზრდისა და შემოსავლების გენერირების კუთხით.

სპეციალური სუბსიდირებული ინსტრუმენტების საშუალებით, გაზელ ფაინენსმა ასევე შესაძლებელია შესთავაზოს თქვენს კომპანიას უპროცენტო სესხი გარე ექსპერტების მოსაწვევად და შესაძლებლობების გასაძლიერებლად ისეთი მიმართულებებით, როგორციაა მარკეტინგი და ფინანსური მენეჯმენტი.


ჯანდაცვა & განათლება
სოფლის მეურნეობა
სასტუმრო ბიზნესი
მსუბუქი მრეწველობა & წარმოება
საცალო ვაჭრობა & მომსახურება
ლოჯისტიკა & ტრანსპორტირება
საინფორმაციო & საკომუნიკაციო ტექნოლოგიები