web-site is currently under construction !

მისია

გაზელ ფაინანსის მისიაა შექმნას უკეთესი ფინანსური მომავალი ქმედუნარიანი მეწარმეებისთვის ისევე როგორც თემებისთვის, რომლებსაც ისინი ემსახურებიან. ჩვენ ვხელმძღვანელობთ პრინციპებით, რომლებიც განსაზღვრავს საქმისადმი კომპანიის მიდგომას.  

ჩვენს შესახებ

2013 წელს, ევრაზიის ფონდმა გამოყო საწყისი კაპიტალი ფონდის დამოუკიდებელი მმართველი კომპანიის დასაფუძნებლად ჯეფრი ლიბერტის ხელმძღვანელობით, რომლის მიზანი იქნებოდა ევრაზიის რეგიონში მაღალი ზრდის ტემპით გამორჩეული მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსება. გაზელ ფაინანსი გაზელ ფონდის მმართველი კომპანიაა. ეს უკანასკნელი წარმოადგენს საინვესტიციო ფონდს, რომელიც ინვესტირებას ახორციელებს ევრაზიაში მოქმედ, მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე მცირე და საშუალო საწარმოებში. ფონდის კაპიტალი დაახლოებით 28.1 მილიონ აშშ დოლარს (სააქციო და სავალო კაპიტალი) შეადგენს. ის ახორციელებს ინვესტირებას სომხეთსა და საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში. ჯამში, იგეგმება 45-მდე კომპანიაში ინვესტირება. გაზელ ფაინანსის გუნდის შთაგონებისა და სწავლების წყაროა ბიზნესის პარტნიორობის გუნდი სამხრეთ აფრიკაში.

ეს არის დახურული ფონდი, 10+1 წლიანი მოქმედების ვადით. საინვესტიციო პერიოდი განისაზღვრება 5 წლით, ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. გაზელი დაფუძნებულია რეგიონული ფონდის სახით რისკების დივერსიფიკაციის მიზნით. გაზელი უზრუნველყოფს ზრდის კაპიტალითა და რისკების დაფინანსებით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს. თითოეული ინვესტიციის ოდენობა 100, 000 დოლარიდან 1.0 მილიონამდე მერყეობს. ინვესტიცია შესაძლებელია განხორციელდეს მოგებაში მონაწილეობის, სესხებისა და კაპიტალში ინვესტიციების სახით. სამიზნე ჯგუფია მცირე და საშუალო ბიზნესები, რომლებიც გამოირჩევიან ზრდის მაღალი პოტენციალით ("გაზელები"), მაგრამ რომლებსაც შესაძლოა არ ჰქონდეთ უზრუნველყოფა ან საკმარისი ისტორიული ფულადი ნაკადები, რაც მოითხოვება ბანკების მიერ დაკრედიტების მიზნებისთვის. ფონდი მიზნად ისახავს ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში და ბიზნესის ზრდის ყველა ეტაპზე. გაზელი აღნიშნავს კომპანიას, რომლის ბრუნვა წელიწადში 20% - ით იზრდება მინიმუმ 4 წლის განმავლობაში.

მისი ორი ფინანსური პროდუქტის შევსების მიზნით, გაზელ ფაინანსმა შეიმუშავა ტექნიკური დახმარების ინსტრუმენტი, რომელიც გულისხმობს კლიენტებისთვის დამატებითი არაფინანსური მომსახურების მიწოდებას. აღნიშნული ინსტრუმენტის ფარგლებში, შესაძლებელია კლიენტების ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებში, როგორიცაა ფინანსური აუდიტი და ანალიზი, ბიზნეს-გეგმის/მარკეტინგის გეგმის მომზადება, ექსპერტული კონსულტაცია, ტექნიკური კონკურენტუნარიანი აუდიტი, სერტიფიცირება/ლიცენზირება, როგორიცაა ISO, GMP, HAACP, MIS/საბუღალტრო სისტემების შემუშავება. როგორც წესი, ამგვარი დახმარების წილი მთლიან საინვესტიციო თანხაში 50%-მდეა. გაზელი თვლის, რომ თუ მეწარმე თავად გაიღებს ტექნიკური დახმარების ხარჯებს, გაიზრდება მეწარმის ჩართულობა და პასუხისმგებლობა. ტექნიკური დახმარების ინსტრუმენეტების ფარგლებში, შესაძლებელია სამი სხვადასხა სახის პროდუქტით სარგებლობა: უპროცენტო სესხები, გრანტები და ფინანსური კონსულტაცია.  

პრინციპები

მომსახურებაზე შეზღუდული წვდომის მქონე მეწრამეებზე ფოკუსირება

ჩვენ გამოვავლენთ კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრობლემებსა და დაბრკოლებებს და ვაწვდით ზრდაზე მიმართულ დაფინანსებას საგულდაგულოდ შერჩეულ, ქმედუნარიან, პასუხისმგებლიან მეწარმეებს, რომლებსაც აქვთ მდგრადი ბიზნეს გეგმა, მაგრამ ვერ ახდენენ დაფინანსების სხვაგვარად მობილიზებას.

მეწარმეობის გაძლიერება

ჩვენ ვაძლიერებთ მეწარმეების შესაძლებლობებს კაპიტალის გამოყოფისა და ექსპერტული გამოციდლების გაზიარების გზით, რაც საშუალებას აძლევს მათ წვლილი შეიტანონ თავიანთი თემების ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში.

ინტერესების თანხვედრა

ჩვენ ვამყარებთ გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს კომპანიის საინვესტიციო ინტერესებთან თანხვედრაში მყოფ მეწარმეებთან და ვუზრუნველყოფთ მათი ბიზნესის ზრდას საერთო სარგებლის მიღების მიზნით.

აქტიური ინვესტირება

ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ წარმატებული ინვესტიცია მოითხოვს პროცესის საწყისი ეტაპიდან კომპანიის სრულ გასვლამდე ჩვენი საინვესტიციო ოფიცრების აქტიურ და უწყვეტ ჩართულობას.

თემის გაძლიერება

ჩვენ გვწამს, რომ სამუშაო ადგილებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს თემის განვითარებისა და წარმატების მყარ საფუძველს. პარტნიორებისთვის კაპიტალისა და ნოუ - ჰაუს გაზიარების გზით, ჩვენ ვეხმარებით მათ შექმნან მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილები არა მხოლოდ საკუთარ საწარმოებში, არამედ მიწოდების ჯაჭვში არსებულ სხვა კომპანიებშიც; ამავდროულად, ჩვენ ხელს ვუწყობთ პასუხისმგებლიანი ბიზნეს პრაქტიკის დანერგვას.

უკუგება ინვესტორებისთვის

ჩვენ ვთვლით, რომ არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი ინვესტორებისთვის ფინანსური უკუგების უზრუნველყოფა, ხოლო იმ თემებისთვის, რომლებსაც ვემსახურებით - განვითარების მხრივ პოზიტიური შედეგების მიღწევა. ამისთვის, ჩვენ ვუზრუნველყოფთ უწყვეტი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობას. ჩვენ გვჯერა, რომ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებში კარგად გათვლილი ინვესტიციების განხორციელების შედეგად, ფინანსური უკუგება და განვითარება ერთმანეთის კვალდაკვალ მოვა.

კარიერა გაზელში
მიმდინარე ვაკანსიები
ჩვენ თქვენს სამსახურში ვართ
ჩვენ ვართ გამოცდილი პროფსიონალებისგან შემდგარი ჯგუფი, გლობალური და ადგილობრივი ბიზნესის ღრმა ცოდნითა და მცირე და საშუალო ბიზნესებში ინვესტირების ფართო ექსპერტიზით.
გაიცანით გაზელები
გაზელი, არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი - გაზელები (განსაკუთრებით, კოლექტიურად), გაზელი, გვარი - გაზელა ... მოხერხებული, სწრაფი, სიჩქარის სწრაფად აკრეფის უნარი
სოციალური გავლენა
გაზელები შეადგენენ კერძო კომპანიების საერთო რაოდენობის 5-10% -ს, ტიპიური წლის განმავლობაში, მათ მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა 50-80 პროცენტს უდრის
დაგვიკავშირდით
ინვესტიციების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენი ადგილობრივი წარმომადგენლობის ოფისს:   თბილისი, საქართველო პეტრე მელიქიშვილის 8ა/ ერეკლე ტატიშვილის 1; 0179ბიზნეს ცენტრი მელიქიშვილზე, მე-7 სართ.ტ: +995 32 2 2432 432georgia@gazellefinance.com ერევანი, სომხეთი ტერიანის ქუჩა, 105/1 მე-5 სართული, ოფისი 504ტ: +374 938 358 85armenia@gazellefinance.com  
მისია
გაზელ ფაინანსის მისიაა შექმნას უკეთესი ფინანსური მომავალი ქმედუნარიანი მეწარმეებისთვის ისევე როგორც თემებისთვის, რომლებსაც ისინი ემსახურებიან. ჩვენ ვხელმძღვანელობთ პრინციპებით, რომლებიც განსაზღვრავს საქმისადმი კომპანიის მიდგომას.  
ჩვენი პროდუქტები
წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ, შეთავაზებულ ორ ძირითად საინვესტიციო პროდუქტს, რომლებიც თავისი შინაარსით უფრო ჰგავს "კერძო საინვესტიციო ფონდის პროდუქტებს" ვიდრე საბანკო პროდუქტებს, როგორც რისკების გაზიარების, ასევე ფაქტიურ შედეგებზე ორიენტირებული მახასიათებლების მიხედვით. ჩვენ მიერ აღებული რისკის მაღალი პროფილის გათვალისწინებით. ჩვენ მოველით მეტ უკუგებას.
ჩვენ ვახორციელებთ ინვესტირებას სწრაფად ზრდის ტემპით გამორჩეულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში

ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს პატივი ვითანამშრომლოთ გამორჩეულ, გაბედულ დამფუძნებლებთან. თქვენც ასეთი ხართ? დროა გვიამბოთ თქვენი აზრების, ტექნოლოგიის ან ხედვების შესახებ. საწყისი ინვესტიცია შესაძლოა ჩვენთვის მცირე ზომის იყოს, ხშირად იდეისთვის ადრეულ ეტაპზე სულ რამდენიმე ასეული ათასი დოლარია საკმარისი. მაშინაც კი, თუ ჩვენი ინვესტიცია არ არის თქვენზე გათვლილი, შესაძლოა შევძლოთ თქვენი წარდგენა სათანადო ინვესტორებისთვის. 

ჩვენი ინვესტორები

ჩვენი ინვესტორები არიან  განვითარების სფეროში მოქმედი წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები  და საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტი.