მირანდა ხერხეულიძე გაზელ ფაინანსის გუნდს 2017 წლის აპრილში შეუერთდა, როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი. მირანდას აქვს საბანკო და საფინანსო სფეროში მოღვაწეობის 15 წლიანი გამოცდილება. მათ შორისაა SME და საბანკო, საკრედიტო, რისკების, ფინანსური მართვისა და კორპრატიული ფინანსების მიმართულება. სხვადასხვა დროს, მირანდას ეკავა არაერთი ხელმძღვანელი პოზიცია საქართველოს ორ წამყვან ბანკში - ბანკი რესპუბლიკა - ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ და თიბისი ბანკი.
გაზელ ფაინანსში მუშაობის დაწყებამდე, მირანდა ხელმძღვანელობდა თიბისი ბანკის კორპორატიული ანდერაითინგის განყოფილებას, სადაც მის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა ბანკის $1.0 მილიარდიანი კორპორატიული პორთფელის მართვა, რისკების შეფასება და $50 მილიონამდე გარიგებების სტრუქტურირება. ის იყო უმაღლესი დონის საკრედიტო კომიტეტის სრულუფლებიანი წევრი და ჰქონდა $4 მილიონიანი ლიმიტის ფარგლებში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლებამოსილება. თიბისი ბანკამდე, მირანდა ხელმძღვანელობდა კორპორატიული და SME კლიენტების რისკების შეფასების განყოფილებას ბანკში რესპუბლიკა - ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი, საქართველო. გარდა იმისა, რომ მირანდას ევალებოდა მაღალხარისხიანი პორთფელის შექმნა, ის პასუხისმგებელი იყო პორთფელის დონეზე რისკების შეფასებაზე, რისკების რეიტინგისა და რეზერვირების პროცესების მართვაზე, ისევე როგორც ბანკის სათავო ოფისის რისკების ზედამხედველობის განყოფილებასთან კომუნიკაციასა და ანგარიშგებაზე. მირანდამ განაახლა და დანერგა ბანკის ზოგადი დაკრედიტების, პორთფელის კლასიფიკაციის, მონიტორინგისა და შეფასების პოლიტიკა, რისკების შეფასების მეთოდოლოგია, კრიტერიუმები და პროცედურები.
როგორც CGF (საკრედიტო საგარანტიო ფონდი)-ს საბანკო მრჩეველი, მირანდა კონსულტაციას უწევდა საქართველოს სამ წამყვან პარტნიორ ბანკს, ძირითადად, SME ანდერაითინგის სტანდარტებში, სესხების შეფასებისა და დამტკიცების პროცესებში. CGF იყო მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის პროექტი, რომელიც განხორციელდა KFW Entwicklungsbank-სა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის შემნახველი ბანკების ფონდის (Sparkassenstiftung) დაფინასებით. სამიზნე არეალს წარმოადგენდა საქართველოსა და სომხეთის ბაზრები. მირანდა ხელმძღვანელობდა პარტნიორი ბანკების გავლით ფონდის რესურსების მცირე და საშუალო ბიზნესებში ოპტიმალური ინვესტირების პროცესს. პერიოდულად, ის მონიტორინგს უწევდა ფონდის პორთფელს და აფასებდა პარტნიორი ბანკების საერთო ფინანსურ ეფექტურობას.
მირანდამ დააგროვა კორპორატიული ფინანსების კუთხით მდიდარი ექსპერტული გამოცდილება ორ მოქმედ კომპანიაში ფინანსური დირექტორის პოზიციაზე მუშაობის შედეგად: იბერია კონსტრაქშენი (საცხოვრებელი უძრავი ქონების განვითარება) და Treiquest Int. Group (მრავალპროფილური მშენებლობა და ინჟინერია).
მირანდა არის საქართველოს თავისუფალი ინსტიტუტის წარმოების მართვის ფაკულტეტის ბაკალავრი. მან მიიღო ბიზნეს ეკონომისტის დიპლომი უნივერსიტეტში Berufsakademie Mosbach (DHBW), ბადენ-ვიურტემბერგი, გერმანია. 2017 წლის ნოემბერში, მან მიიღო საფრანგეთის გრენობლის ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხი, სპეციალიზაციით - ფინანსები. მშობლიური ქართული ენის გარდა, მირანდა თავისუფლად საუბრობს ინგლისურ ენაზე. ის კარგად ფლობს რუსულ და გერმანულ ენებს.